დავით გაბაიძე და ლადო მგალობლიშვილი „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის მონაწილე მასწავლებლებს შეხვდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად, სასტუმრო „ჰილტონში“, „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის მონაწილე მასწავლებლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, დავით გაბაიძემ ჩვენი რეგიონისათვის, კერძოდ, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისათვის, ზემოთ აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით გაბაიძემ და ლადო მგალობლიშვილმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ვაკანსიების კონკურსის წესით შევსებაა. ამ ეტაპზე შერჩეულია და 23 საჯარო სკოლაში დასაქმებულია ინგლისური ენის, მათემატიკისა და ქიმიის 30 პედაგოგი. 2018 წლიდან, გარდა სახელფასო ანაზღაურებისა, მათ დამატებით 1000-ლარიანი ანაზღაურება ეძლევათ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველები ორეტაპიანი კონკურსით (წერითი და ზეპირი გამოცდა) შეირჩევიან და მინიმუმ ერთი სასწავლო წლით დასაქმდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო