აჭარით ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ

აჭარის ტურისტული პოტენციალით ჩინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც მათივე ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიების მენეჯერებისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რეგიონის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ ატრაქციებს, სამზარეულოსა და კულტურას გაცნობოდნენ.

„პრეზენტაციისას საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ კოპლატაძემ იმ ტურისტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც პრიორიტეტულია აჭარისათვის. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული ქვეყანაა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კუთხით. შეხვედრაზე აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა. ჩინეთი საქართველოსთვის ახალი და საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა მზარდია.

ბოლო ორ წელში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში 107 ინფო და მედია ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს 963 ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო