ზესტაფონში მოსახლეობისთვის, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველოს“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით,  ფორუმი გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო „საქართველოს“ ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფორუმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მოსახლეობასთან ერთად ფორუმში, მუნიციპალიტეტის მერი - კახაბერ მახათაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ.

„შეკრების მიზანი, მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება გახლდათ.

შეხვედრა გახსნა და ფორუმის მონაწილეებს მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებსა და მომავალი, 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ესაუბრა მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩვენ ერთობლივად მიმოვიხილეთ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. დავსახეთ ის პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ამ ყველაფერში კი მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელია“ - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

მერიის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე გამოიკვეთა მათთვის ყველაზე საინტერესო საკითხები, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურას, სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობასა და ხარისხს, ადგილობრივთა დასაქმებას, პროფესიული განათლების პროგრამებს, მიგრაციის შეჩერებას და სხვა თემებს მოიცავდა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, კახაბერ მახათაძემ საზოგადოების კითხვებს უპასუხა. ფორუმი პროექტის- "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში გაიმართა, რომელიც „World Vision“ საქართველოს, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა