პროექტის ,,აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის დახვეწა“ ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის ,,აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის დახვეწა“ ფარგლებში შემაჯამებელ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 1,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელდა. შეიქმნა ეროვნული პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგრადი განვითარების მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი სოფლების 3 ათასი მცხოვრების სოციალური და ეკონომიკური ინტერესები.

მაჭახელას ხეობაში დაიწყო განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის პროგრამა. მცირე ფერმერებმა მიიღეს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება მეღვინეობის, მეფუტკრეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის. განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროექტი. რამდენიმე ოჯახმა გაირა ტრენინგი ტურისტული ბიზნესის საკითხებში და მიიღო საწყისი დახმარება საოჯახო სასტუმროების გასახსნელად.

პროექტის კონკრეტული შედეგებს შორისაა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია, ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში რამდენიმე ტურისტული ბილიკის მოწყობა. გარდა ამისა, ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ეროვნული პარკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს განხორციელებული სამუშაოები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და რეკომენდაციებზე.

იხილეთ ვიდეო: აჭარის დაცულ ტერიტორიებზე 1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა