ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო

ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოები ადგილზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. დუმბაძის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობდა საფეხმავლო ბილიკებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა. წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა სამუშაოები და შესაბამისად ადგილზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციას კომპანია ,,დაგი+" ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მლნ ლარამდეა. „დუმბაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის პარალელურად მიმდინარეობდა წყალგაყვანილობის სამუშაოები. გამოიცვალა ძველი წყლის მილები. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები. დაიწყო ასფალტის საფარის დაგება, რომელიც მალევე დასრულდება და გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა