თორსაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

„პროექტის შესაბამისად, 4750 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო რკინა-ბეტონის მილ-ხიდები და ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1.367.606 ლარია, დასაქმდნენ ადგილობრივები. სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა კურორტ ანაკლიასთან დასაკავშირებლად. 2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 61 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს