გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 დეკემბერს, 15:00 საათიდან 15:30 საათამდე აბონენტებს დაბა ზაჰესში ავჭალის და მიმდებარე ქუჩებზე, მუხათგვერდში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც, კერძოდ: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი და მიმდებარე სოფლებს. 16:00 საათიდან 17:00 საათამდე კი სოფლებს ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, საგურამო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებს.

ხოლო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ლუთხუბი, კიტოხი, გამსი, დუმაცხო და მიმდებარე სოფლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა