საგვიჩიოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხობის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დასრულებული პროექტი ადგილობრივებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

„საგვიჩიოში 3770 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები. გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 1 მილიონ 73 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოზე ადგილობრივები დასაქმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა