ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა  და  საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა და განაცხადა, რომ ადგილზე კაპიტალურად მოეწყობა დახურული სანიაღვრე ქსელი საფეხმავლო ბილიკებთან ერთად.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სთოუნი" ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია. „ასათიანის ქუჩა ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია ქალაქში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, კაპიტალურად მოვაწესრიგოთ სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდეს ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა“,-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა