არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე პრეზიდენტს მათთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონია

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიან არჩევნებში" განუცხადეს.

„პრეზიდენტის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ დაგვკავშირებიან“, - განაცხადეს ორგანიზაციებში.

ამასთან, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მესამე სექტორი სალომე ზურაბიშვილს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ერთიან კანდიდატს არ შესთავაზებს.

დაწყებულია “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ვადის ათვლა, რომლის ფარგლებშიც ახალმა პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს.

კანდიდატების წარდგენამდე კი, სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატები არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით უნდა შეარჩიოს და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სულ მცირე სამი კანდიდატურა წარადგინოს.

თამარ ჟვანიას, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, როცა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა არჩევნების ჩატარების პერიოდს ემთხვევა, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა წარადგენს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარის არჩევას ვერ შესძლებს, გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

იხილეთ ვიდეო: ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე პრეზიდენტს არასამთავრობოებთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა