ლადო ბოჟაძე - 21 დეკემბერი ბოლო ვადაა, როცა პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს - კონსულტაციებისთვის მოწვევას ამ დრომდე ველოდებით

21 დეკემბერი ბოლო ვადაა, როცა პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი უნდა წარადგინოს - კონსულტაციებისათვის მოწვევას საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ამ დრომდე ველოდებით, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარემ ლადო ბოჟაძემ განუცხადა.

“არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან კონსულტაციებში ჩაერთონ და პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატურები წარუდგინონ. 2018 წლის 21 დეკემბერი არის ის ბოლო ვადა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის სამი კანდიდატურა უნდა წარადგინოს“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები 14 დეკემბერს გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 დეკემბერს პრეზიდენტის ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

“საარჩევნო კოდექსის“ მეათე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებს წარადგენს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა.

პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სამ კანდიდატურას ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა