ილია მეორე -  არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა ნიკოლოზს უარი ეთქვას

წმინდა ნიკოლოზი სწრაფად შემწე და საკვირველთმოქმედია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა ნიკოლოზს უარი ეთქვას, - ამის შესახებ პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა წმინდა ნიკოლოზის სასწაულთმოქმედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, უფალს მრავალი წმინდანი ჰყავს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია, გაჭირვებულთა მსწრაფლშემწეა.

პატრიარქის თქმით, წმინდა ნიკოლოზი IV საუკუნეში ცხოვრობდა და ზოგადად, ეს საუკუნე გამორჩეულია წმინდა მამებით.

„წმინდა ნიკოლოზი სწრაფად შემწე და საკვირველთმოქმედია, არ ყოფილა შემთხვევა რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა ნიკოლოზს უარი ეთქვას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი იყოს შემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანის“, - განაცხადა უწმინდესმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა