რუსთავის მერი მაიორ კვენტინ დოლსა და აშშ-ის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის, თავდაცვის დარგში თანამშრომლობის სამსახურის, ორმხრივი ურთიერთობების სფეროში ოფიცერს – მაიორ კვენტინ დოლსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორს, დავით სანიშვილს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე რუსთავის მერიის სოციალურ პროგრამებზე, სამიზნე ჯგუფებსა და ქალაქში საქველმოქმედო ინფასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მხარეებმა სოციალური მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორციელების გეგმები, კერძოდ, რუსთავში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საკითხი განიხილეს.

შეხვედრას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეები - გრიგოლ ვეფხვაძე და დავით იშხნელი ესწრებოდნენ.

ამერიკული მხარის დაფინანსებით, ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომელიც ძირითადად, - სკოლების, ბაღების შენობებების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, უსახლკარო პირთა თავშესაფარების აღჭურვას, ასევე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს მოიცავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა