სუს-მა სახალხო დამცველს და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახალხო დამცველს და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საერთაშორისო კონფერენციის - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეები გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს და დელეგაციის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამოწვევების და საფრთხეების, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ მძიმე მდგომარეობას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, კერძოდ, უკანონო დაკავებებს და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია