ველისციხეში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული უსინაშვილისა და მაისურაძის ახლობლები აქციას მართავენ

16 დეკემბერს ველისციხეში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული მამუკა უსინაშვილისა და გოჩა მაისურაძის თანასოფლელები და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი სოფელ ველისციხის ცენტრში შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათი თანასოფლელები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

"უდანაშაულო ადამიანები დააკავეს. „ნაციონალები“ იმ აქციაზე ხალხს იწვევდნენ და პროვოკაციას აწყობდნენ. ხომ არსებობს ვიდეო, როგორ ჰკრეს ხელი მაისურაძეს. იმედი გვაქვს, სამართლიანი გამოძიება იქნება და გაათავისუფლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს დავიწყებთ", - განაცხადა მალხაზ სესიაშვილმა.

მაისურაძე და უსინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით პოლიციამ გუშინ დააკავა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა