ზუგდიდში მერიის „კეთილმოწყობის სამსახურის“ საწყობი დაიწვა

ზუგდიდში, საწყობი, რომელიც მერიის ა(ა)იპ „კეთილმოწყობის სამსახურს“ ეკუთვნოდა, მთლიანად დაიწვა. დამწვარია სხვადასხვა სამუშაო იარაღი.

„ცეცხლი ბენზოხერხს გაუჩნდა, მაშინ როდესაც ჩვენი თანამშრომელი მას სამუშაოს შესასრულებლად ამზადებდა. მას დაზიანებები არ აღენიშნება, დროულად მოახერხა საწყობის დატოვება“, - განაცხადა „კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელმძღვანლის მოადგილემ, მამუკა ციმინტიამ.

აღნიშნულ შენობაში დევნილები ცხოვრობენ, თუმცა ხანძარი მათ საცხოვრებელ ფართში არ გავრცელებულა. ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა დროულად მოახერხეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ