აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდებიან

აჭარაში „მაგნოლია 2018“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, უწყება რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს.

მათივე ცნობით, მაგნოლია 2018“-ზე გამოვლინდება თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს იყენებს.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კვლევა მომხმარებელთა ონლაინ კვლევას, Trip Adviser-ზე, Booking. Com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები და მომხმარებლები ასახელებენ მათთვის საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტულ ობიექტებს. როცა ტურისტული ბიზნესისა და სერვისის გაუმჯობესება გვსურს სწორედ მათი აზრია გასათვალისწინებელი. საუკეთესო სერვისის მიმწოდებლის ტიტული იქნება სტიმული და ამავდროულად პასუხისმგებლობაც ტურისტული ობიექტებისთვის გააუმჯობესონ სერვისი და იყვნენ იმაზე უკეთესები ვიდრე ახლა არიან. ჩვენი ღონისძიების მთავარი მიზანიც სწორედ სექტორის სტიმულირება-წახალისებაა განავითარონ თავიანთი ბიზნესი“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლოტმა.

ცნობისთვის, საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა