დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარება, თავდაპირველად, მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში შერეული სახით, ნაწილში კი მონეტარული  ფორმის იქნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გადასაცემი 50-ლარიანი დახმარება, თავდაპირველად, მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში შერეული სახით (როგორც ფულადი, ისე ვაუჩერული) დაინერგება, ნაწილში კი მხოლოდ მონეტარული ფორმის იქნება.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ორივე ტიპის დახმარების გაცემა 2019 წლის იანვრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში განხორციელდება, შემდეგ კი მის საბოლოო სახეს აირჩევენ.

“ბავშვთა დახმარებებზე სხვადახვა ქვეყანა სხვადახვა მეთოდს იყენებს. ზოგი ქვეყანა იყენებს მხოლოდ მონეტარულს, ზოგი შერეულს: მონეტარულს და მიზნობრივ ვაუჩერებს, რომლებიც კვებისა და ტანსაცმლისთვის არის განკუთვნილი. რამდენიმე ქვეყანას ამ მიდგომების ეფექტურობის შესახებ კვლევა აქვს ჩატარებული და ისინი იყენებენ სპეციფიკურ მიდგომებს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში არის უმეტესად მხოლოდ მონეტარული, აშშ-ში არის შერეული. ჩვენს შემთხვევაში იუნისეფთან კონსულტაციით გადავწყვიტეთ, რომ პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ეს იქნება შერეული, რომლის შედეგების შედარებაც 6 თვის განმავლობაში მოხდება ანუ გარკვეული ლოგიკით არჩეულ მუნიციპალიტეტებში იქნება მხოლოდ მონეტარული, ხოლო სხვაგან შერეული. 6 თვის შემდეგ ზეგავლენის ეფექტურობას გავზომავთ და რომელიც უფრო შედეგისმომცემი იქნება, ამ გზით გავაგრძელებთ”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 50-ლარიანი დახმარების გაცემა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა