ლაშა ჟვანია - პრეზიდენტი ხვალ, დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკოში

პრეზიდენტი ხვალ, დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკოში, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს მესამე სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჟვანიას ინფორმაციით, ხვალ 12:00 საათამდე პრეზიდენტი წერილობით შემოთავაზებებს მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც შეხვედრაზე დასახელდა. ასევე, პრეზიდენტს გაეგზავნება მათი ბიოგრაფიებიც.

"ეს არის პრეზიდენტის პირველი ფართო შეხვედრა პრეზიდენტობის პირველივე დღეებში არასამთავრობო სექტორთან. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კოდექსთან და მთლიანად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შემდგომში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა უნდა იყოს აქტიური და პრეზიდენტთან კონსულტაციები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს. ფორმატი არის ძალიან კარგი და კონსტრუქციული.

არასამთავრობო სექტორის მიერ რამდენიმე კანდიდატურა არის დასახელებული. ხვალ 12:00 საათამდე პრეზიდენტი მიიღებს წერილობით შეთავაზებებს ამავე არასამთავრობო ორგანიაციებიდან, მათ შორის, დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიებს და შემდეგ, დღის ბოლოსთვის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკოში", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ოთხი კანდიდატურა დასახელდა. ეს კანდიდატებია: თამარ ჟვანია - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის