ხაშურში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის მომზადებული სემინარი შემდეგ საკითხებს მოიცავდა: „ბიომრავალფეროვნება ჩვენს გარშემო“, „წყლისა და ენერგიის დაზოგვა“, „ნარჩენების მართვა.“
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საბავშვო ბაღებს გადაეცათ სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, რომლის მიზანიც პატარებში ბუნებრივი გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების მიმართ ინტერესის გაღვივებაა.
„კრებული დაეხმარება სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებს გარემოს შეცნობაში, მასთან ადაპტაციაში, ჯანსაღი და სუფთა გარემოს შენარჩუნებაში, საკუთარ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცოცხალ ორგანიზმებზე ზრუნვასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაში“, - აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრას უძღვებოდნენ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენლები; ნათია სარალიძე და მაია გოგიბერიძე.
შეხვედრის ორგანიზატორი ა(აიპ) „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების- საბავშვო ბაღების გაერთიანება იყო.

























