დავით გაბაიძე - კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი განძია

კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი განძია, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ბათუმში ე.წ ,,ჩეხოვის სახლში’’ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ღონისძიებას დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლადო მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე და ცოტნე ანანიძე დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, დავით გაბაიძე შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, მათი დღევანდელობასთან თანაარსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საინტერესო წამოწყების განხორციელებისთვის.

ღონისძიებაზე, რომლის მიზანი აჭარაში არსებული ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია გახლდათ, მწერალმა და პუბლიცისტმა რამაზ სურმანიძემ, დამსწრე საზოგადოებას „ჩეხოვის სახლად“ წოდებული მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული შენობის ისტორია გააცნო, ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომელთა მოღვაწეობაც მჭიდროდ უკავშირდება ამ სახლს.

საღამო რეჟისორ გაბრიელ გოშაძის მიერ დადგმული ანტონ ჩეხოვის სამი მოთხრობის ინსცენირებით (,,ბედნიერი ბილეთი’’, ,,ბოროტმოქმედი’’, ,,მიამიტი’’) დასრულდა, „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის“ მადლობის სიგელი გადაეცა რამაზ სურმანიძეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა