გიორგი გახარია ოპოზიციას - როდესაც ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს, თქვენ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს

როდესაც ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს, იმის მაგივრად, რომ მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მას გვერდით დაუდგეთ, ამისგან აკეთებთ სპექტაკლს, - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რითაც უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით.

ირაკლი აბესაძეს ჰქონდა გამჭრიახი შეკითხვა - ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა სარალიძის ქმედებასო და ეთანხმებით ამას თუ არაო. ძალიან ჩამჭრელი შეკითხვა გაქვთ. რეალურად, სამწუხაროდ, ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ზაზა სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ისაა, რომ თქვენ იგებდით ამას პოლიტიკურად. პოლიტიკურად მოტივირებული ხართ თქვენ. ფაქტი შემდეგშია, როდესაც ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს თქვენ, იმის მაგივრად, რომ მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მას უბრალოდ გვერდით დაუდგეთ, ამისგან აკეთებთ სპექტაკლს. თქვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს