გიორგი გახარია ოპოზიციას - როდესაც ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს, თქვენ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს

როდესაც ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს, იმის მაგივრად, რომ მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მას გვერდით დაუდგეთ, ამისგან აკეთებთ სპექტაკლს, - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რითაც უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით.

„ირაკლი აბესაძეს ჰქონდა გამჭრიახი შეკითხვა - ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა სარალიძის ქმედებასო და ეთანხმებით ამას თუ არაო. ძალიან ჩამჭრელი შეკითხვა გაქვთ. რეალურად, სამწუხაროდ, ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ზაზა სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ისაა, რომ თქვენ იგებდით ამას პოლიტიკურად. პოლიტიკურად მოტივირებული ხართ თქვენ. ფაქტი შემდეგშია, როდესაც ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ზომებს თქვენ, იმის მაგივრად, რომ მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მას უბრალოდ გვერდით დაუდგეთ, ამისგან აკეთებთ სპექტაკლს. თქვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის