გია ხუხაშვილი - სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ამიტომ მან უნდა იცეკვოს „ქართული ოცნების“ დაკრულზე

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. მან უნდა იცეკვოს „ქართული ოცნების“ დაკრულზე, მეტი გამოსავალი არ აქვს,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებას.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ მაღალი „ფასი“ გადაიხადა, ამიტომ მას მოუწევევს მათი აზრების გათვალისწინება.

გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს რეალური ლეგიტიმაცია, თვითონაც აცნობიერებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ასმაგი გადაიხადა მის გაპრეზიდენტებაში. მე არ ვამბობ მხოლოდ რესურსების ღირებულებაზე, პოლიტიკური „ფასი“ გადაიხადა ძალიან მაღალი, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ის ძალიან სუსტი ფიგურაა ჯერჯერობით ამ პოლიტიკურ დაფაზე. ხვალ და ზეგ არ გამოვრიცხავ ეს მობეზრდეს. ბუნებრივია, მან უნდა იცეკვოს „ქართული ოცნების“ დაკრულზე, მეტი გამოსავალი მას არ აქვს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი - მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა