კახა კალაძე - ქვეყნისთვის არის ცუდი, რომ ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს

„ქვეყნისთვის არის ცუდი, რომ ქვეყანას არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი ოპოზიცია სასურველია ხელისუფლებისთვისაც, რათა ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს.

„თუ გვინდა ქვეყნის განვითარება, საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და არა ის, რაც ხდება დღეს - ბოთლების სროლა. ეს აგრესია, რაც ხდება ტელევიზორში, არის მიუღებელი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შემოვიდეს მეტი ახალი სახე, ახალგაზრდა, რომ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

მივესალმებოდი მესამე ძალას, რადგან როდესაც ადამიანთან შედიხარ პოლემიკაში, არსებობს კორექტულობა, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, შესაბამისად, ოპოზიციური ძალა, რომელიც მიგითითებს შეცდომაზე და იმაზე, რა არ გააკეთე კარგად, ეს ნორმალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: არის თუ არა "ქართული ოცნებისთვის" მომგებიანი პოზიცია, ძირითად მეტოქედ ყოველთვის ჰყავდეს "ნაციონალური მოძრაობა"?

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია