ზუგდიდში ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. აქცია სახელწოდებით „გამოიძიე ღირსების საქმე“, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარეობს.

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურისგან ია კერზაის საქმის დროულ და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

შენგელია აქციის მონაწილეებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალებს აცნობს. მისი თქმით, ია კერზაია ბოლო დროს მისი მისამართით განხორციელებულ ზეწოლას შეეწირა.

ადგილზე მე-6 სკოლის მოსწავლეები, ოჯახის ახლობლები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.