ბათუმში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ბათუმში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ბათუმში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ზვიად გამსახურდიას შვილებს სოლიდარობას უცხადებენ.

„ასევე, ვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში იღებდა მონაწილეობას,"- განაცხადა აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ბლოკიდან "მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო" ნუგზარ ჩხაიძემ.