ბაჩანა შენგელია შს სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს, მისი დედის, ია კერზაიას გარდაცვალებაზე სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გამიართა. დირექტორის შვილი ბაჩანა ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია მთავარ პროკურატურაში, თუმცა მისივე თქმით, ეს გამოძიების დაწყებას არ ნიშნავს.

„მივმართავ შს სამინისტროს და პროკურატურას, რომ სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება. დაბარებული ვარ გამოკითხვაზე, თუმცა ჩვენ ვითხოვთ არა გამოკითხვას, არამედ გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების გამოვლენას, რომლებიც ჯერჯერობით რჩებიან თანამდებობებზე. იმ ოთხი ადამიანის გარდა, ვისზეც მივმართე პროკურატურას, მოვითხოვ სხვა დამნაშავეების გამოვლენას და მათ უმკაცრესად დასჯას“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე განცახდებით, სურვილის მიუხედავად, დღევანდელ აქციას არ შეურთდნენ სკოლის მასწავლებელები და დირექტორები.

„მე ვიცი, რომ ისინი გულით აქ არიან, თუმცა , სავარაუდოდ, აქვთ გარკვეული შიში, რომ სამომავლოდ მათზე არ განხორციელდეს ზეწოლა“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

აქციაზე მე-6 სკოლის მოსწავლეები, ია კერზაიას ახლობლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა