აჭარის უმაღლესი საბჭოს დაკვეთით, ფინანსთა სამინისტროს აკადემია ტრენინგს ატარებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაკვეთით, 23-24 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების საქმიანობის ხელშეწყობისა და პროფესიული საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ატარებს ტრენინგს თემაზე - “საბიუჯეტო სისტემა, პროგრამული ბიუჯეტირება”.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით გაძლიერდა უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. მათივე შეფასებით, საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად განკარგვის ზედამხედველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზრდილი რესპუბლიკური ბიუჯეტის პირობებში.
ტრენინგი, რომელიც უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატისა და საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტარდება, მიზნად ისახავს საჯარო მოხელეთა ამ მიმართულებით გადამზადებას.
პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემთა.

























