აჭარაში „მაგნოლია 2018“ გაიმართება

ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ „მაგნოლია 2018“ გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „მაგნოლია 2018“-ზე გამოვლინდება თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს იყენებს. კვლევა მომხმარებელთა ონლაინ კვლევას, Trip Adviser-ზე, Booking. Com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. ტურისტების გამოკითხვა როგორც ონლაინ ასევე, რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გამოიკითხა ტურისტული სააგენტოები, გიდები, განთავსებისა და კვების ობიექტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება. მას ტურიზმის სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა