ყვარლის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი ხელმძღვანელს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, ხელმძღვანელი კი ბრალდებას უარყოფს და პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაია სამიტაშვილს თანამშრომელი, მანანა ელოშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც მანანა ელოშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მაია სამიტაშვილი, დაახლოებით ერთი წელია აიძულებს სამსახურიდან წასვლას და არათანაბარ სამუშაო პირობებში ამყოფებს.

„2013 წლიდან ვმუშაობ ყვარლის ბაღების გაერთიანებაში სპეციალისტად. მაია სამიტაშვილი 2015 წელს დაინიშა ხელმძღვანელად და მოსვლის დღიდან დაიწყო ჩემი დევნა. გამაგდო იმ ოთახიდან, სადაც ამდენი წელი ვმუშაობდი. გადამიყვანა ისეთი ოთახში, სადაც სინესტეა და საშინელი პირობები. ყველა თანმშრომელი ერთადაა, მხოლოდ მე მიკეტავენ კარს. შიშში ვართ ყველა, იმათაც აშინებს და ჩემთან ურთიერთობას უკრძალავს. ყვარელის მერსაც მივმართე დახმარებისთვის, თუმცა მათგან რეაგირება არ არის. რამდენჯერმე პოლიციაც გამოვიძახე, მათაც იციან რა პირობებში მიწევს მუშაობა“, - განაცხადა მანანა ელოშვილმა.

თანამშრომლის ბრალდებებს უარყოფს მაია სამიტაშვილი. მისი თქმით, ცრუ ბრალდებების გამო პროკურატურას მიმართავს.

„ეს არის სისულელე და სიცრუე. პირიქით, ის ცდილობს ჩემზე ზეწოლას. მხოლოდ ის კი არა, მისი ქმარი მოკვლითაც კი მემუქრება. ის არის სხვა თანამშრომლების მსგავს პირობებში. საქმის კურსშია პოლიცია, მუნიციპალიტეტის მერია და ამ ტყუილ ბრალდებებზე ვაპირებ პროკურატურასაც მივმართო“, - აღნიშნა ყვარლის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მაია სამიტაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო