აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 53 წლის ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტი საავადმყოფოში 17 დეკემბერს შემოიყვანეს. მას გრიპის გართულებული ფორმა ჰქონდა, ამიტომ სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით “ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა, თუმცა დამატებით კვლევები ლაბორატორიაში მიმდინარეობს",- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ გია კიკაბიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ.

იხილეთ ვიდეო: აჭარაში 53 წლის ქალი "ა" ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო