ბათუმის ბულვარში საახალწლო ბაზრობა და ინგრიდის სოლო კონცერტი გაიმართება

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, 29-30 დეკემბერს, საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც ორი დღის განმავლობაში დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცევა

საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში სახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებიან, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია, გლინტვეინი, ორცხობილები, ფრანგული დესერტი სხვა საახალწლო ნუგბარი. აგრეთვე, საგანგებოდ მორთულ ზღაპრულ საშობაო ქოხებში შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო თემატიკის სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. მათთვის საინტერესო წინასაახალწლო-საშობაო პროგრამას კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები და ანიმატორები წარმოადგენენ. ბათუმის ბულვარში შექმნილ ჯადოსნურ გარემოს მთელი დღის მანძილზე დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში გააფორმებს. პატარების გამხიარულებას დღის განმავლობაში გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები უზრუნველყოფენ. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სანტას, გაანდონ წინასაახალწლო სურვილები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

მარხილში მოკალათებული სანტა თავის მხრივ პატარებს უგემრიელესი ტკბილეულით გაუმასპინძლდება. საახალწლო ბაზრობის კულმინაცია კი პოპულარული იტალიელი მომღერლის, ინგირიდის გრანდიოზული კონცერტი იქნება, რომელიც 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ცნობილი იტალიური წარმოშობის ფრანგულენოვანი მომღერალი მსენელის წინაშე თავისი მუსიკალური ალბომიდან ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ორი დღის განმავლობაში საზეიმოდ მოწყობილი ბულვარი ყველა ასაკის სტუმარს უმანსპინძლებს. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ორგანიზებით იმართება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა