ფოთის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხზე არ არის ორიენტირებული და დიდი ნაწილი საჯარო მოხელეების ხელფასებზეა გათვლილი.

„თავიანთი მომხრეები ჰყავთ დასაქმებული და ქალაქში არაფერი კეთდება. ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის არ არის თანხები გათვალისწინებული, ეს სირცხვილია. მეორე წელია ამას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ. მრავალშვილიან ოჯახებზე რეგულაციები აქვთ დაწესებული და რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩენილია ამ სარგებლის გარეშე. ეს არ არის ის სოციალური პაკეტი, რომელიც რეგულაციებს ექვემდებარება. ქალაქი დაჩაჩანაკებულია, არაფერი არ კეთდება, ბიუჯეტში კი აუთვისებელი თანხა რჩება. საზოგადოებამ გათვალოს როგორ მუშაობს მერია და საკრებულო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

ოპოზიციას მმართველი გუნდი არ ეთანხმება. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოციალური სფერო და ინფრასტუქტურაა.

„საკრებულომ მიიღო 2019 წლის ბიუჯეტი და ის მაქსიმალურად არის გათვლილი მოსახლეობაზე, იმ შემოსულობებისა და ხარჯების გათვალისწინებით, რაც ქალაქს აქვს. გარდა ამისა, ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხები. ოპოზიციამ უნდა თქვას საყვედური, ნეგატივზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მათი მისიაა, რომ არ დაუჭირონ მხარი,“- აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა