მარნეულში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

მარნეულში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, წინასაახალწლო ღონისძიებები 17 დეკემბრიდან დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით აქტიურად გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად, მრავალფეროვანიაქტივობები იმართება, როგორც ქალაქ მარნეულში, ისე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში.

„წელს მარნეული, მუნიციპალიტეტის გადატყვეტილებით, ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება, რომელიც კულტურის სახლის ეზოში განთავსდა. ახალი ნაძვის ხის გარდა საახალწლო ილუმინაციებითა და განათებებით მოეწყო მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩა და ქალაქის შემოსასვლელში არსებული შადრევანი.

საახალწლო პროგრამის ფარგლებში, 31 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან მდებარე სკვერში წარმოდგენილი იქნება საახალწლო სოფელი, - სხვადასხვა თემატური სივრცით.

აღნიშნული ღონისძიება გალა-კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.