მარნეულში  2018 წელს  მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2018 წელს მასშტაბური პროექტები განხორციელდა და აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 23 334 გრძივი მეტრის სიგრძის გზა მოასფლატდა.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წელსვე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, განხორციელდა 5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. „ასევე მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყო ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2019 წლის აპრილში დასრულდება. სკოლა 196 ბავშვზეა გათვლილი, რისთვისაც სახელმწიფო 1 514 760 ლარს დახარჯავს.

მასშტაბური პროექტები ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით. კონკრეტულად კი, ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, რაც 304 ოჯახის წყალმომარაგების მიზნით სოფლის შიდა ქსელისა და მრიცხველების მონტაჟს გულისხმობს.

პროექტი ხორცილედება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 704 787 ლარს შეადგენს.

ასეთივე მასშტაბური პროექტი ხორციელდება სოფელ სადახლოში, სადაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის ახალი ქსელების მოწყობა, რომლის სიგრძე დაახლოებით 29 კმ. იქნება. პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყლით. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულებაა 1 305 935 ლარს შეადგენს.

სასმელი წყლის ქსელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოშიც. ამ ეტაპისთვის, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცენტრალური მაგისტრალის მილების გაყვანა.

სოფელ წერეთელში, აქტიურად მიმდინარეობს 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სოფელში, მინი სტადიონის მშენებლობა დეკემბრის თვის დასაწყისში დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ახალი საბავშო ბაღები გაიხსნა სოფელ სადახლოსა და სოფელ ალგეთში. 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობები ორსართულიანია, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ამ წელს, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი ქალაქ მარნეულში, რაც გულისხმობს „კიდევაც დაიზრდებიან“ ტერიტორიაზე სკვერის მოეწყობას. პროექტის ღირებულება 1 131 679 ლარია.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიდგა 200 ერთეული 1 100-ლიტრიანი ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები.

სოფელ მარადისში მოეწყო დასასვენებელი სკვერი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 27 819 ლარი, ასევე დასრულდა სკვერის მოწყობა სოფელ დიდი მუღანლოში, რომლის მოწყობის სამუშაოებიც 37 093 ლარი დაჯდა.

სოფელ წერეთლის ტერიტორიაზე, დამონტაჟდა შვიდი ერთეული ავტომოსაცდელი, აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 000 ლარი გამოიყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა