ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი პროექტი „სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა“ დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალი პროექტი „სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა“ დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროგრამა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ადამიანების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.

413-მა ოჯახმა პროგრამის ფარგლებში, მერიისგან ერთჯერადი საკვები პროდუქტები: შაქარი, ფქვილი, ზეთი, კარტოფილი, მაკარონი და ხახვი მიიღო.

„აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. ბენეფიციარების საკვებ პროდუქტებზე 40 000 ლარამდე დაიხარჯა. ოჯახების სია, რომლებმაც საკვები პროდუქტები მიიღეს, მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში შეადგინეს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა