ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებზე - იმედია, პრეზიდენტი საქმის კურსშია, რა ტიპის საშიშ ფენომენთან გვაქვს საქმე

შესაძლოა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეტალებში ვერ ერკვევა მიხეილ ჩინჩალაძე ლევან მურუსიძისგან რით განსხვავდება, თუმცა იმედია, რომ მისი გარემოცვა საქმის კურსში ჩააყენებს პრეზიდენტს, თუ რა ტიპის საშიშ ფენომენთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის კონსტიტიციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვაა, ამიტომ დოლიძე იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილი საქმის კურსშია იმ პირებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საჭომ გუშინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად დაასახელა.

„სასამართლო, რა თქმა უნდა, არის ყველას კუთვნილება. სასამართლოს მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე პირდაპირ აისახება. ჩვენი კონსტიტუციით, პრეზიდენტის მოვალეობა მოქალაქეების, სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვაა. ამიტომ, მე იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი საქმის კურსშია. შესაძლოა, ის დეტალებში ვერ ერკვევა ჩინჩალაძე მურუსიძისგან რითი განსხვავდება, თუმცა იმედია, რომ მისი გარემოცვა საქმის კურსში ჩააყენებს, თუ რა ტიპის საშიშ ფენომენთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს იმის მცდელობასთან, რომ „კლანმა“ თავი ჩაიცემენტოს სასამართლოს სისტემის სათავეში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

საბჭოს მიერ დასახელებული მოსამართლეობის კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა