ვახტანგ ძაბირაძე  -  რეპრესიულმა სისტემამ ვერ იხსნა „ნაცმოძრაობა“ 2012 წელს ძალაუფლების დაკარგვისაგან, მით უფრო ვერ შეძლებს ამას „ქართული ოცნება“

2018 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2019 წლის პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი” კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, რადგან 2018 წელი სრულდება ჩვენ არც წელს გვინდა ტრადიცია დავარღვიოთ და წელსაც შევეცადოთ თქვენთან ერთად შევაჯამოთ 2018 წელი. თქვენი დაკვირვებით, შიდა პოლიტიკაში რა ტენდენციები დაგვანახა 2018 საპრეზიდენტო არჩევნებმა?

- პირველ რიგში დამდეგი ახალი წელი მინდა მოგილოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს; გამარჯვება, გაძლიერება და გამთლიანება მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს - სულიერი სიმტკიცე, ეკონომიკური აღმავლობა და ბედნიერი მომავალი!

2018 წელი მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური მოვლენებით იყო გამორჩეული: ცვლილება განიცადა მთავრობის შემადგენლობამ - შეიცვალა პრემიერი და რამდენიმე საკვანძო მინისტრი, პოლიტიკურ პროცესებში ოფიციალურად ჩაერთო ბ. ივანიშვილი და ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები

თუმცა, თუ ტრადიციულ მილოცვებს და კეთილ სურვილებს თავს დავანებებთ, არსებულ რეალობას თვალს გავუსწორებთ და მომავლის პერსპექტივებზე გულწრფელად დავფიქრდებით, ისევ ის სიტყვები გაგვახსენდება, ყოველი ახალი წელის დამდეგს, ლამის 130 წელი, საჯაროდ თუ ჩუმად, ვითარების შესაბამისად რომ ვიმეორებდით - „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ მართლაც, და „რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩუნოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“

ამ მოვლენებმა არა მარტო განსაზღვრა პოლიტიკური პროცესის ხასიათი, არამედ წარმოაჩინა საზოგადოებაში არსებული განწყობები, როგორც ხელისუფლების, ასევე, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის მიმართ.

პოლიტიკაში დაბრუნება ბ. ივანიშვილმა იმით ახსნა, რომ, მოსახლეობაში მისადმი არსებული ჭარბი ნდობის პირობებში, კარგავდა გავლენას საკუთარ პარტიაზე და ყოფილი პრემიერი გ. კვირიკაშვილი ირიბად ლამის შიდაპარტიულ გადატრიალებაში დაადანაშაულა; როგორც ჩანს, ბ. ივანიშვილმა იგრძნო, რომ პროცესები მისთვის სასურველი მიმართულებით არ ვითარდებოდა, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს პარტიის შიდა პრობლემები იყო, რომლის მოგვარებასაც ის ადვილად შეძლებდა, და არა, ზოგადად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი.

სამწუხაროდ, ვერც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პოლიტიკური პროცესის ახლებურად წარმართვა და წინამორბედთა ყველა შეცდომა გაიმეორა - მათ მსგავსად ჯერ პოლიტიკური პარტნიორები ჩამოიშორა და იზოლაციაში მოექცა, შემდეგ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებითა და ადგილობრივ არჩევნებში მიღწეული წარმატების ფონზე, სრულ კონტროლქვეშ მოაქცია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა რეალური სურათი - საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა არა ბ. ივანიშვილს მიერ პარტიაზე ზეგავლენის დაკარგვა, არამედ პარტიის მიერ ძალაუფლების დაკარგვა, ხოლო არასასურველი პროცესი, რომელსაც შიდაპარტიულ პროცესად მიიჩნევდა, სინამდვილეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესი იყო და არის.

სამწუხაროდ, ვერც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პოლიტიკური პროცესის ახლებურად წარმართვა და წინამორბედთა ყველა შეცდომა გაიმეორა - მათ მსგავსად, ჯერ პოლიტიკური პარტნიორები ჩამოიშორა და იზოლაციაში მოექცა, შემდეგ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებითა და ადგილობრივ არჩევნებში მიღწეული წარმატების ფონზე სრულ კონტროლქვეშ მოაქცია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, რასაც მოჰყვა პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურების შერწყმა და პოლიტიკური უმრავლესობის მართვის ნაცვლად, მივიღეთ ერთპარტიული მმართველობა.

მოსახლეობაში დაიწყო ხელისუფლებისადმი გაუცხოების და პოლარიზაციის პროცესი, რაც თვალნათლივ გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში

შედეგად, მოსახლეობაში დაიწყო ხელისუფლებისადმი გაუცხოების და პოლარიზაციის პროცესი, რაც თვალნათლივ გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში. ეს პროცესი, ცხადია, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებასთან ერთად არ დასრულებულა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება, ოღონდ, როგორი იქნება ინტენსივობა ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

- თქვენი აზრით, რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“?

- „ქართულ ოცნებას“ საფიქრალი და გასაანალიზებელი, მართლაც რომ, ბევრი აქვს, დრო კი, ცოტა!

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ თავისუფალ და მრავალსუბიექტიან არჩევნებში, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, „ქართულმა ოცნებამ“ გამოკვეთილი ლიდერის პოზიციის მოპოვებაც კი ვერ შეძლო, ხოლო მეორე, ორსუბიექტიან ტურში, სადაც მისი მოწინააღმდეგე იყო „ნაცმოძრაობა“, გამარჯვების მისაღწევად მის ხელთ არსებული ფინანსური თუ ადამიანური რესურსების, სამთავრობო თუ არასამთავრობო-საზოგადოებრივი სექტორის სრული მობილიზება გახდა საჭირო და, რომ არა მოსახლეობაში „ნაცმოძრაობისადმი“ არსებული ნეგატიური დამოკიდებულება, საკითხავია, შეძლებდა თუ არა “ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას?

რომ არა მოსახლეობაში „ნაცმოძრაობისადმი“ არსებული ნეგატიური დამოკიდებულება, საკითხავია, შეძლებდა თუ არა “ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას?

როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა კარგავს რეიტინგს და მოსახლეობის მხარდაჭერას, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ან რეიტინგი უნდა აღიდგინოს, ან ეს „მხარდაჭერა“ ძალოვანი სტრუქტურების ჩანაცვლებით და მასობრივი რეპრესიული სისტემის ამოქმედებით შეავსოს.

ეს დილემა „ქართული ოცნების“ წინაშეც დგას. ასეთ ვითარებაში დიდია ცდუნება, რომ არჩევანი ძალოვანი სტრუქტურების სასარგებლოდ გაკეთდეს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეპრესიულმა სისტემამ ვერ იხსნა „ნაცმოძრაობა“ 2012 წელს ძალაუფლების დაკარგვისაგან, მით უფრო ვერ შეძლებს ამას „ქართული ოცნება“, რომელსაც რეპრესიული სისტემის ასამოქმედებლად შესაფერისი საკადრო კონტიგენტიც კი არა ჰყავს და როგორც არ უნდა მოინდომოს, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში ამ კონტიგენტის მოძიებას და შესაფერის კონდიციამდე მიყვანას ვერ მოახერხებს.

შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი შანსი აქვს - დაკარგული ამომრჩეველი უნდა დაიბრუნოს.

მეორე ტურის წინ ბ. ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა, სანაცვლოდ, ერთ წელიწადში ვითარების გამოსწორების პირობა დადო! ძნელი სათქმელია, ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ ირწმუნა ბ. ივანიშვილის დაპირების თუ „ნაცმოძრაობას“ უთხრა უარი, მაგრამ, ფაქტია, რომ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა.

„ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი შანსი აქვს - დაკარგული ამომრჩეველი უნდა დაიბრუნოს

ცხადია, ერთ წელიწადში ვითარების რადიკალურად გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლებელია მოსახლეობაში უკეთესი მომავლის მოლოდინი გააჩინო.

თუმცა, ამისათვის საჭიროა პირველ რიგში ბ. ივანიშვილმა პრემიერის პოსტი დაიკავოს, რასაც უნდა მოჰყვეს ხელისუფლების სისტემური, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, ამასთანავე, საჭიროა არაორდინალური ეკონომიკური და სოციალური პროექტების შემუშავება და განხორციელება. ხელისუფლება უნდა იყოს ისეთივე მობილური და ეფექტური, როგორიც იყო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციამ, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ „ძალა ერთობაშია“-ნაცმოძრაობამ?

- ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, როდესაც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში მიდიოდა განხილვა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ოპოზიცია, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებისათვის მიეღწია, ვამბობდი, რომ ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო ერთ კანდიდატზე და ეს კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო „ნაცმოძრაობიდან“, რადგან მიმაჩნდა, რომ მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაამარცხებდა ნებისმიერი სხვა კანდიდატი, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაამარცხებდა ნებისმიერი სხვა, გარდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატისა.

„ნაცმოძრაობა“ არც შეცვლილა და არც ძველ მეთოდებზე უთქვამს უარი. შესაბამისად, „ნაცმოძრაობა“ ნეიტრალური ამომრჩევლისათვის კვლავაც რჩება საშიშ ძალად. თუ „ნაცმოძრაობას“ მათი მხარდაჭერის მოპოვება უნდა, აუცილებელია იმიჯი შეიცვალოს

ამიტომ, მიუხედავად იმ დარღვევებისა, რაც მეორე ტურს ახლდა და რაც ჩვენი არჩევნებისთვის, შეიძლება ითქვას, ტრადიციულია, არჩევნების შედეგი სრულიად ლოგიკურია და ამაში დავრწმუნდებით, თუ პირველი ტურის შედეგებს კრიტიკულად გავაანალიზებთ - გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში ძირითადად მიიღო ყოფილი „ნაციონალური“ ელექტორატის („ევროპული საქართველოსა“ და „გირჩის“) ხმები.

2012 წლიდან დაწყებული, რაც „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, მუდმივად იყო საუბარი რებრედინგის აუცილებლობაზე, რამაც 2016 წელს პარტიის გახლეჩაც კი გამოიწვია; თუმცა, ვისაც ახსოვს 2003 წელს ბოლნისის დაპირისპირების კადრები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და პოლიციასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის და შეადარებს მიმდინარე წლის 16 დეკემბერს ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას, დამეთანხმება, რომ „ნაცმოძრაობა“ არც შეცვლილა და არც ძველ მეთოდებზე უთქვამს უარი.

შესაბამისად, „ნაცმოძრაობა“ ნეიტრალური ამომრჩევლისათვის კვლავაც რჩება საშიშ ძალად. თუ „ნაცმოძრაობას“ მათი მხარდაჭერის მოპოვება უნდა, აუცილებელია იმიჯი შეიცვალოს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებსით თუ უნებლიეთ “ოცნება“ „ნაციონალებს“ ემსაგავსება. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნება“ 2010 წლის „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსოს?

- გარკვეული მსგავსება ნამდვილად არის. თუნდაც ის, რომ ორივე ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს, საკუთარ თავზე მოირგოს კანონმდებლობა, კერძოდ, საარჩევნო სისტემა, იგნორირება გაუკეთოს კრიტიკულ მოსაზრებებს და, ზოგადად, კრიტიკოსებს და ა. შ.

„ოცნებასა“ და ნაციონალებს“ შორის გარკვეული მსგავსება ნამდვილად არის. თუნდაც ის, რომ ორივე ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს, საკუთარ თავზე მოირგოს კანონმდებლობა, კერძოდ, საარჩევნო სისტემა, იგნორირება გაუკეთოს კრიტიკულ მოსაზრებებს და ზოგადად კრიტიკოსებს და ა. შ.

მაგრამ არის თვისობრივი სხვაობა: 2010 წლის „ნაცმოძრაობა“ იყო რეპრესიული სისტემის შემქმნელი და გამტარებელი პოლიტიკური ძალა, რომლის გამოვლინებაც იყო 2011 წლის 26 მაისის დარბევა, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ კრიმინალურ ქმედებებში გადაზრდილი აქციის (ბათუმის მოვლენები) აღკვეთაც კი უჭირს!

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა გაკვეთილები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე საზოგადოებამ?

- თუ არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგებს ერთობლობაში გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ელექტორატი, ფაქტობრივად, სამ ტოლ ნაწილად გაიყო „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეალური მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც არჩევანი პირველივე ტურში მათ სასარგებლოდ გააკეთა (დაახლოებით 600.000 ამომრჩეველი), მეორე ტურში მიღებული დამატებითი ხმები (ჯამურად 700.000), არის, ასე ვთქვათ, „იძულებითი“ გნებავთ „უარყოფითი“ ხმები, როდესაც ამომრჩეველი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს მეორის წინააღმდეგ და არა იმიტომ, რომ ეს ძალა მოსწონს.

ცხადია, საპარლამენტო არჩევნები ორპოლუსიანი ვერ იქნება, მაგრამ შეძლებს კი ჩვენი საზოგადოება კონკურენტუნარიანი მესამე ძალის შექმნას? ... როგორც „ოცნება“, ასევე „ნაცმოძრაობა“ და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებები ყოველნაირად შეეცდებიან მესამე ძალის წარმოქმნას ხელი შეუშალონ

ამომრჩევლის სწორედ ამ ნაწილში გაჩნდა ერთგვარი დაუკმაყოფილებლობისა და უხერხულობის განცდა, რადგან არჩევანის გაკეთებამ საკუთარი ნების წინააღმდეგ მოუწია, რამაც მესამე ძალაზე მოთხოვნა გააჩინა.

საპარლამენტო არჩევნები, ცხადია, ორპოლუსიანი ვერ იქნება, მაგრამ შეძლებს კი ჩვენი საზოგადოება კონკურენტუნარიანი მესამე ძალის შექმნას? ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივე ძალა, როგორც „ოცნება“, ასევე „ნაცმოძრაობა“ და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებები ყოველნაირად შეეცდებიან მესამე ძალის წარმოქმნას ხელი შეუშალონ, მათთვის მომგებიანია ამომრჩეველი კვლავ ურთიერთალტერნატივის წინაშე დატოვონ.

შესაბამისად, ნეიტრალურ საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მეტი აქტიურობა და კოორდინაცია მართებთ.

- რას მიიჩნევდით საგარეო ასპარეზზე ქვეყნის ყველაზე დიდ წარმატებად და რას მიიჩნევდით საგარეო პოლიტიკაში ყველაზე დიდ წარუმატებლობად?

ვფიქრობ, გასულ წელს საგარეო პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება ან წარუმატებლობა არ გვქონია.

შესაძლოა იმიტომ, რომ საგარეო ფრონტზე ჩვენი საქმიანობის განმსაზღვრელი რეალურად ჩვენი პარტნიორები არიან.

გასულ წელს საგარეო პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება ან წარუმატებლობა არ გვქონია

ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ან საკვანძო საკითხების გადაწყვეტა, ძირითადად, მათ მზაობაზეა დამოკიდებული.

- ფაქტია, რომ რუსეთი თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს. რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ნატოს და რაც მეტი ნატოა საქართველოში, კრემლი სულ უფრო მეტად გამოთქვამს უკმაყოფილებას. გასაგებია, რომ ახლა მოსკოვის უპირველესი თავის ტკივილი უკრაინაა, მაგრამ ცხადია, რომ იგი საქართველოს მიმართულებასაც თუ სრულად არ აკონტროლებს, ყურადღებით ადევნებს თვალს. თუ კრემლმა 2019 წელს საქართველოს მიმართულებით მეტად გააქტიურდების გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ, რა ნაბიჯებია მისგან მოსალოდნელი?

- მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებამ პოზიციური ხასიათი მიიღო.

ისიც გასათვალიწინებელია, რომ ამჟამად რუსეთისთვის, ისევე, როგორც დასავლეთისთვის, გაცილებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე პროცესები და დაპირისპირების ხაზიც უკრაინაზე გადის და არა საქართველოზე; ამის დასტურია თუნდაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ინცინდენტი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება.

დასავლეთი და რუსეთი ფაქტობრივად „ცივი ომის“ პირობებში არიან. ის, რომ ცალკეული სახელმწიფოები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ, „ცივი ომისათვის“ დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ, მთლიანობაში ეს ვითარებას ვერ ცვლის. ამიტომ მგონია, რომ ბრიუსელის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება

ამ ეტაპზე რუსეთს საქართველოს პროვოცირების რაიმე რეალური ბერკეტი არ გააჩნია და არც საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას კარდინალურად შეცვლის. სხვა საკითხია, როდესაც რეალურად დადგება ჩვენი ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

ამიტომ, თუ გეოპოლიტიკური ვითარება კარდინალურად არ შეიცვალა, მომავალ წელს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ნამდვილად არ ველოდები და არც ის მგონია, რომ რუსეთი მეთოდების გამოყენებისა და უკმაყოფილო განცხადებების ფარგლებს გაცდება.

- მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე და ევროკავშირში საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი პროცესები მიმდინარეობს, ბრიუსელი სულ მეტად აღრმავებს ურთიერთობას საქართველოსთან. პარალელურად, ევროპის რიგი ქვეყნები ცდილობენ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მაგრამ ევროკავშირი სულ მეტად ამკაცრებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბრიუსელი თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ არ შეცვლის?

- რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები დაახლოებით ისევე ვითარდება, როგორც საბჭოთა კავშირ-დასავლეთის ურთიერთობები ვითარდებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთში გაჩნდა ილუზია, რომ რუსეთი უარს იტყოდა იმპერიულ ზრახვებზე და ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემა მოგვარდებოდა.

თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გამწვავდა, დარწმუნებული ვარ, რუსეთისათვის ეს იმაზე ტრაგიკული იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირისათვის ავღანეთის ექსპედიცია იყო

ამიტომ დასავლეთმა დაიწყო რუსეთთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა, მაგრამ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვითარება თანდათან გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა ფაქტობრივად თვალი დახუჭა ჩეჩნეთში რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ქმედებებზე, ამან რუსეთის იმპერიული პოლიტიკა კიდევ უფრო წააქეზა, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორის ნაწილობრივი ოკუპაცია, ხოლო შემდეგ ყირიმის ანექსია.

შესაბამისად, დღეს დასავლეთი და რუსეთი ფაქტობრივად ცივი ომის პირობებში არიან. ის, რომ ცალკეული სახელმწიფოები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ, ცივი ომისათვის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ, მთლიანობაში ეს ვითარებას ვერ ცვლის. ამიტომ მგონია, რომ ბრიუსელის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება.

- საკმაოდ დინამიურად ვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები. აშშ-ს წარმომადგენლობითმა ორგანომ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა, რამდენად შეიძლება ჰქონდეს თბილისს ვაშინგტონის იმედი?

- ამერიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული დოკუმენტის მიღება ამ ურთიერთობებს უფრო სტაბილურს დინამიურს ხდის. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ხელისუფლების ცვლილება ჩვენს ურთიერთობებზე არასასურველ გავლენას ვერ მოახდენს, რომ ჩვენ რეალურად ვხდებით რეგიონში ამერიკის და, შესაბამისად, დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი.

თუ გულწრფელნი ვიქნებით, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი დღესაც დასავლეთია. რომ არა დასავლეთის და, კერძოდ, სარკოზის თავგამოდება, 2008-ში საქართველო რუსულ ოკუპაციას ვერ გადაურჩებოდა.

თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გამწვავდა, დარწმუნებული ვარ, რუსეთისათვის ეს იმაზე ტრაგიკული იქნება, ვიდრე საბჭოთა კავშირისათვის ავღანეთის ექსპედიცია იყო.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო