ზუგდიდში ოთხი დღის წინ გაუჩინარებული 14 წლის გოგო იპოვეს

ზუგდიდში ოთხი დღის წინ გაუჩინარებული 14 წლის გოგო იპოვეს

14 წლის გოგო, რომელსაც ზუგდიდში 4 დღე ეძებდნენ, იპოვეს. დედის ინფორმაციით, ის უკვე ზუგდიდისკენ მიემართება, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

“არ ვიცი არაფერი. მარტო ის ვიცი, რომ კარგად არის და ცოცხალია. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ მოდის", - განაცხადა დედამ.

მშობლები 14 წლის გოგონას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო შესაბამისი სამძებრო ჯგუფი.