ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად, შაინიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე სამართალდამცავები და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ზარალს ხულოს მერიის შესაბამისი კომისია შეისწავლის და ოჯახს შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.