„საქართველოს ოფისის გუნდი, რომელიც გამორჩეულია როგორც პროფესიული თვისებებით, ასევე ერთიანი სულისკვეთებით, სიახლისადმი სწრაფვით და საქმისადმი თავდადებით“
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და კომპანიის პარტნიორები. ოფიციალური შეხვედრა საქართველოში "სერვიეს" წარმომადგენლობის დირექტორმა, მაია ხეცურიანმა და საფრანგეთის ელჩის პირველმა მრჩეველმა ერიკ ტოზატიმ გახსნეს.
მოწვეული სტუმრების თვალწინ დიდ ეკრანზე მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა გააცოცხლა კომპანიის 15 წლიანი ისტორია, თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი, რა გზა გაიარა ოფისმა და სად ხდება იმ იდეების და პროექტების სულის ჩადგმა, რომელსაც დღეს სერვიე ახორციელებს. „სერვიეს“ წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, გაიხსენა განვითარების პერიოდი და წარმატებით განვლილი გზა.“საფრანგეთის ცენტრალური ოფისის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო განვლილი წლების განმავლობაში,” - აღნიშნა დასასრულს.
https://www.facebook.com/Servier.ge/videos/129014874700386/
„სერვიეს” 15 წლიანი საქმიანობა საქართველოში საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევებით იყო სავსე. კომპანიამ 2003 წლიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. კომპანია ორიენტირებულია პაციენტებზე და მათთვის საუკეთესო შესაძლო თერაპიული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად უამრავი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა, რომელმაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, როგორც ექიმებს უწყვეტი განათლების ჭრილში, ასევე პაციენტებს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. შესაბამისად, კომპანიის იმიჯი ასოცირებულია მაღალ ხარისხთან, ინოვაციასთან და პროგრესთან. 94 მილიონი პაციენტი მსოფლიოში ყოველდღიურად „სერვიეს” მედიკამენტებით მკურნალობს.
„სერვიეს” საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უკვე 15 წელია, რაც ქართველ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ეფექტიანი მკურნალობა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების ნიშანი. მიღწევებზე საუბრისას მინდა აუცილებლად აღვნიშნო საქართველოს ოფისის გუნდი, რომელიც გამორჩეულია, როგორც პროფესიული თვისებებით, ასევე ერთიანი სულისკვეთებით, სიახლისადმი სწრაფვით და საქმისადმი თავდადებით. დღეს „სერვიე“ ლიდერია კარდიოლოგიის სფეროში და 15 წლის შემდეგ კომპანია ანალოგიურ ადგილს ონკოლოგიაშიც დაიკავებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ! სამომავლოდ, ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალ გამოწვევებს, ოფისის ზრდის მიუხედავად, ფასეულობებს შევინარჩუნებთ და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას შევძლებთ,“ - აღნიშნავს საქართველოში "სერვიეს" წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი.
2018 წელს საქართველოში სერვიეს პირველი ონკოლოგიური პრეპარატი შემოვიდა. სერვიეს საქართველოს ოფისი აქტიურად ჩაერთო კოლორექტალური სიმსივნის ცნობადობის გაზრდის კამპანიაში. იგეგმება მთელი რიგი აქტივობები, რაც გულისხმობს სამეცნიერო კონფერენციას ქართველი ონკოლოგებისთვის საერთაშორისო სპიკერის მონაწილეობით, ასევე სემინარები ონკოლოგებისთვის პაციენტების ქეისების განხილვით. “ყველაფერი კი დაიწყო 2015 წელს, როდესაც შპს „ტაიჰო ფარმაცევტიკალსმა“ და სერვიემ მიაღწიეს შეთანხმებას ევროპაში პერორალური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის ლონსურფის განვითარებასა და კომერციალიზაციასთან დაკავშირებით. ქართველ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ლონსურფი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 80 %-იანი თანადაფინანსებით მიიღონ,” - აღნიშნა მაია ხეცურიანმა.
ლონსურფი განკუთვნილია მეტასტაზური მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნის სამკურნალოდ. ლონსურფი ზრდის პაციენტების ცხოვრების ხანგრძლივობას, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და მკურნალობის ფონზე პაციენტები უფრო დიდხანს რჩებიან აქტიური. პაციენტებისთვის ლონსურფით მკურნალობა იგივეა, რაც „მეტი დრო მნიშვნელოვანი მომენტებისთვის“.
საქართველოში "სერვიეს" წარმომადგენლობის დირექტორმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე გაამახვილა ყურადღება: „Veni Vidi Vici“ კომპანია „სერვიეს" მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ღირებული და ამასთანავე უნიკალური პროექტი იყო, სადაც ჩვენ შევძელით აქტუალური სამედიცინო საკითხები, შთამბეჭდავი და უნიკალური შეხვედრების ფორმატის სახით შეგვეთავაზებინა სამედიცინო აუდიტორიისთვის. არტერიული წნევის მართვის ირგვლივ, აქტუალური სამედიცინო თემატიკის მიმოხილვის შემდგომ, ექიმები სურვილისამებრ ერთვებოდნენ ინტელექტუალურ ვიქტორინაში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, ისინი იღებდნენ გამოწვევას, პასუხი გაეცათ სამედიცინო თემატიკის ირგვლივ დასმული სხვადასხვა სირთულის შეკითხვებისთვის”.
„სერვიე იყო ერთ-ერთი პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე შემოიტანა ინოვაციები, გაგვაცნო სიახლეები და მოგვცა იმის შესაძლებლობები ჩვენ, ექიმებს მონაწილეობა მიგვეღო საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში და მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, შემდეგ კი გაგვეზიარებინა აქ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი კოლეგებისთვის,“ - აღნიშნა კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „სერვიე“ კვლევით სექტორზეა ორიენტირებული და შემოსავლების 25%-ის (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფარმაცევტულ სფეროში) ინვესტირებას ახდენს ახალი მოლეკულების აღმოჩენასა და კვლევაში. გააჩნია 16 საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მსოფლიოს მასშტაბით. 2002 წელს კომპანიამ „გალიენის პრიზი“ მიიღო კვლევით სფეროში ინოვაციურობის და კრეატიულობის აღიარების ნიშნად. შედეგად, „სერვიეს“ მედიკამენტები კლასში გამორჩეულია მაღალი ეფექტიანობით და უსაფრთხოებით. „სერვიე“ 5 თერაპიულ სფეროში: კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ანგიოლოგია, ნევროლოგია და დღეს უკვე ონკოლოგიაში მოღვაწეობს. „სერვიეს“ მედიკამენტების სახით ექიმებს ხელთ აქვს დაავადებების მართვის ეფექტიანი იარაღი, რომლებიც ამცირებს სიმპტომებს, აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ამცირებს გართულებების რისკს ნოზოლოგიიდან გამომდინარე. საჭიროება ასეთ მკურნალობაზე მაღალია, როგორც ექიმების, ასევე პაციენტების მხრიდან.
(R)