რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა მგზავრობის ღირებულების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა მგზავრობის ღირებულების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მძღოლებს მანქანის შენახვა ძვირი უჯდებათ, ამას ემატება დღიური ნორმა, რომელსაც კომპანია "ინტერტრანსს" უხდიან და თავად მიზერული თანხა რჩებათ, რომლითაც ოჯახის შენახვა უჭირთ. მძღოლების ნაწილი მგზავრობის ღირებულების 1 ლარი და 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაზრდას მოითხოვს.

საპროტესტო აქციაში 30 მძღოლი მონაწილეობდა. მათი განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ ხელისუფლება, მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე არ დათანხმდება, რუსთავი-თბილისის ხაზზე მოძრავი ყველა მძღოლი გაიფიცება.

იხილეთ ვიდეო: რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა მგზავრობის ღირებულების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს