ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი 156 761 600 ლარით განისაზღვრა

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი 156 761 600 ლარით განისაზღვრა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. როგორც ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა ნატალია ზოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომავალ წელს ბათუმის ბიუჯეტის მიხედვით პრიორიტეტულ მიმართულებებად მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება.

„პრიორიტეტის დოკუმენტში 7 მიმართულებაა წარმოდგენილი. ცალკე მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება გამოიყო. ძალიან გვინდა, რომ ქალაქის მართვაში სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთოს და შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს მუნიციპალური სერვისების განვითარებას. ბათუმის 14 ადმინისტრაციულ ერთეულში შესაძლებელი გახდეს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოსახლეობის მომსახურება. ამასთან, საჭიროა ქალაქს გენერალური განვითარების გეგმა ჰქონდეს, რადგან მოგვეცეს საშუალება ქალაქის ზონები სწორად დავგეგმოთ, თუ რომელი იყოს ისტორიული, სამრეწველო და ა.შ “,- განაცხადა ნატალია ზოიძემ.

ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს საკრებულოს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ბათუმის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხები შემცირებულია და ბიუჯეტი დეპუტატთა ხელფასზეა ორიენტირებული. მათივე თქმით, ბიუჯეტი ქალაქის საჭიროებებსა და გამოწვევებს არ პასუხობს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ