ხობის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

ხობის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საჯარო სკოლას 300 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის - საბავშვო და სამეცნიერო ლიტერატურა.

როგორც „აი სი ჯგუფის“ წარმომადგენელმა, იმედა ალხაზიშვილმა განაცხადა, აქციის მიზანი სკოლის წიგნადი ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობაა.

„აი სი ჯგუფი“ 2005 წლიდან წარმატებით საქმიანობს სადაზღვევო ბაზარზე. 2018 წლის მიწურულს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-ის წევრი გახდა. ამიერიდან „აი სი ჯგუფი“ „ევროინს ჯორჯიას“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე“, - აცხადებენ ხობის მერიის პრესსამსახურში.