გააკეთებს თუ არა განცხადებას სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხზე გააკეთებს თუ არა განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ინტერპრესნიუსი“ შესაბამისი შეკითხვით როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურს, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და საპარლამენტო მდივანს დაუკავშირდა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეკითხვები და კრიტიკული პოზიცია აქვთ, რის გამოც ისინი პარლამენტს სიის განხილვაზე უარის თქმის და კანდიდატების ხელახლა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ შერჩევისკენ მოუწოდებენ. ამასთან, საზოგადოების დიდი ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებას და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს საკუთარი ძალაუფლება დაანახა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებას „სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორც პარლამენტმა, ისე პრეზიდენტმა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია და გამოხატავს იმ ხალხის ნებას, რომელიც არის ხელისუფლების წყარო ქვეყანაში, ხელისუფლება კი სასამართლოსაც მოიცავს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა