ფოთის პორტის ტერიტორიაზე ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე მორგებული საშვების მართვისა და პორტის ტერიტორიაზე ფიზიკური დაშვების ახალი, ელექტრონული სისტემა დაინერგა.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, აღნიშნული სიახლე საშვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„საშვების ელექტრონული სისტემის დანერგვით შესაძლებელი გახდა საშვის მოთხოვნა ნებისმიერი ადგილიდან სპეციალური ვებ-გვერდის გამოყენებით, რომელიც ასევე იძლევა უსაფრთხოების სავალდებულო ინტრუქტაჟისა და საგზაო უსაფრთხოების ტრენინგების ონლაინ-გავლის შესაძლებლობას. ბიომეტრიული ბარათების წამკითხველები დამონტაჟებულია ყველა გასასვლელთან და შესაძლებელია პიროვნების დაშვება სარეჟიმო ტერიტორიებზე ავტომანქანიდან ჩამოუსვლელად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით ან ახალი ბიომეტრიული ბარათებით,“-აცხადებენ კომპანიაში.

























