ქვემო ქართლის გუბერნატორი რუსთავში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, რუსთავში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შოთა რეხვიაშვილმა მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
„გულითადად ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, სრულიად საქართველოს და ქვემო ქართლის მოსახლეობას. დღეს, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვსტუმრობდი და მქონდა შესაძლებლობა, დამდეგი დღესასწაულები პირადად მიმელოცა მათთვის. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო სიკეთე, ხვავი, ბარაქა და დღეგრძელობა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა, რომ 2019 წელი იყოს გაცილებით შედეგიანი და წარმატებული“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავში 10 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა.

























