40 ოჯახს აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა

40 ოჯახს აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ გადაეცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ბევრი ოჯახი ცხოვრობდა სახლებში, რომელთა დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა. შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით 40 ოჯახს აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ გადაეცა კერძო საკუთრებაში.

























