რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა 2 ლარი გახდა. აქამდე მგზავრობის საფასური 1.50 თეთრი იყო.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს ტარიფი.

„ეს მგზავრთა გადაყვანაზე სანებართვო პირობების დარღვევაა. ტარიფის ზრდა არის თვითნებური. მერიის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც ევალებათ მონიტორინგი, აფიქსირებენ ადგილებზე რომელ მარშრუტზეც ფასია გაზრდილი და მათ მიმართ აუცილებლად გატარდება შესაბამისი სანქციები", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ორი დღის წინ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგზავრობის საფასურის გაზრდაზე ნებართვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფის თვითნებურად გაზრდით იმუქრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა